აუდიტის სამსახურმა ჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა

AutoSharing Option
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, პროკურატურას სრულად გადაეგზავნა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯვითი ოპერაციების შესახებ ხმაურიანი ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 25 იანვარს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციაში გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა; კერძოდ - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი ს
არგოების განსაზღვრა ხორციელდებოდა საწესდებო მოთხოვნის შეუსაბამოდ, უფლებამოსილების გადამეტებით და არ იყო გათვალისწინებული მოცემულ პროცესში გენერალური მდივნის და პრეზიდიუმის საწესდებო როლი;

2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან 28 987 ლარი ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა; ფედერაციამ ფედერაციის პრეზიდენტის შვილების კომპანიისგან შეიძინა ბინა ტურნირის გამარჯვებულისთვის- ბაზრის კვლევის გარეშე; ასევე, ვიქტორინის გამარჯვებულებისათვის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეიძინეს მობილური ტელეფონები, თუმცა ვიქტორინის ჩატარება დოკუმენტებით არ დასტურდება.

altთაღლითობის რისკები, დარღვევები, ფიქტიური გარიგებები - აუდიტის დასკვნა ჭიდაობის ფედერაციის მუშაობაზე

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია არ ჩაიფარცხება ეს საქმეც და გავიგებთ გამოძიების შედეგებს!
Irakli
12:14 31-01-2019
0
Etyoba kargi mada aqvt, kargad xraven biujets
Baggio
15:12 31-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული