მინსკი 2019. სამბისტები ყოჩაღობენ - ფინალში ლევან ნახუცრიშვილმა რუსი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
23 ივნისს, მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ფინალში სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა (74 კგ) რუსი მსოფლიოს ჩემპიონი სტანისლავ სკრიაბინი 5:1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ლევანმა ნახევარფინალში საბერძნეთის სახელით მოასპარეზე გეორგიოს კირაკოსიანს 5:1 სძლია.

დღეს ბრინჯაოს მედლები სამბისტებმა გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), გეგა ჩირგაძემ (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.

ქართველმა სამბისტებმა ტურნირზე უკვე 10 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული