ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ვარშავაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ფინალში შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) სომეხ მალხას ამოიანს 4:1 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე ბოლქვაძემ შვედი დანიელ მატიას სოინი, რუსეთის წარმომადგენელი ჩინგიზ ლაბაზანოვი და უნგრელი რობერტ ფრიტჩი დაამარცხა.

აივენგო რიკაძემ (82 კგ) სომეხი კარაპეტ ჩალიანი 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აქამდე ტურნირზე იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ვერცხლის, ხოლო ლერი აბულაძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული