გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოსლოში მიმდინარე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე პეტრიაშვილმა მონღოლი ლჰაგვაგერელ მუნხტური, ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი და ყაზახი ოლეგ ბოლტინი დაამარცხა.

ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ ბიჟოევთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ხვალ ბრინჯაოსთვის ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩვენი დიდი ჩემპიონი როგორც ჩანს ნუგზარ სხიერელის გარდაცვალების შემდეგ თავს ისე მაგრად ვერ გრძნობს. თითქოს მოტივაციის ნაკლებობა აქვს, არ მონდა სიტყვა დეპრესია გამოვიყენო. ასე მგონია რომ შესაძლებლობის ნახევარს იყენებს, ერთი რომ სერიოზულად გაბაზებულიყო შეჭამდა ამ ირანელს. სულ თავისით აჩუქა თავიდან ქულები. თითქოს მოდუნებულია და სისწრაფე საერთოდ დაკარგული აქვს, ანთებული თვალები არ ჩანდა. გენო, გამოძებნე შენს თავში ძალა და დაიბრუნე თავდაჯერებულობა, გაგვახარე შენი ბრწინვალე გამარჯვებებით.
გურჯი
00:49 04-10-2021
0
ასე მგონია ფიზმომზადება აკლია - ადრე დაიღალა და სუნთქვა უჭირდა, მძიმედ, ზანტად მოძრაობდა, სისწრაფე აკლდა. უინტერესოდაც ჭიდაობდა. მხოლოდ ფეხში შესვლა, მისი ტაქტიკა ყველამ გაიგო. არადა, გენო რომ ჩვეულ ფორმაში ყოფილიყო, გადაუვლიდა ამ ირანელს. იმედია, შემდგომში ჩვეულ გენოს ვიხილავთ და ერთ ამდენ ჩემპიონობას კიდევ მოასწრებს.
თენგაბი
04:04 04-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული