ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, სამბოში მსოფლიო ჩემპიონატზე, ელენე ქებაძემ (+80 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, დავით ლორიაშვილმა (98 კგ) - ვერცხლის, ხოლო პაატა ღვინიაშვილმა (88 კგ) - ბრინჯაოსი.

ქებაძემ ნახევარფინალში მასპინძელი არაილიმ აბენოვა დაამარცხა, ფინალში კი - რუსეთის წარმომადგენელი ანჟელა გასპარიანი, რომელიც არა თავისი ქვეყნის, არამედ სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით ასპარეზობდა.

28 წლის ქებაძე კარიერაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავია!ყოჩაღ ელენეს.მალე გაგესამებინოს ჩემპიონობა,შემდეგ კი კიდევ და კიდევ.მადლობა საქართველოს ღირსეულად წარმოჩინებისთვის!!
მერაბი.
06:25 14-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული