სამბოში 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი ელენე ქებაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია.
შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.
არა უშავს, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,
რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"
მე კი ის მიკვირს მხოლოდ, ამ გაბრწყინებულ ივერიაში ვინმეს როდესაც რამე უკვირს!
წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალში კვლავ ამ სპორცმენს!
მზად არიან ქვეყანა გადააყოლონ პირადს.
დაიკო გაგიმარჯოს შენ ღმერთმა!!!