დღეს, 23 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცამეტე დღე გაიმართა და ტოჩინოშინი ამ ბაშოზე მეხუთეჯერ დამარცხდა.
ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც ქართველ სეკიტორს დადებითი ბალანსი - 5:2-ზე ჰქონდა. შოდაიმ ქართველი ოშიდაშით დაამარცხა. შეგახსენებთ, წინა ტურში ტოჩინოშინმა იოკუძუნა კაკარიუ დაამარცხა.
ტოჩინოშინმა წინა შეხვედრაში უწია კაჩიკოშის. მას ჯამში რვა გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს. ძალიან დასაფასებელია, რომ ქართველი ამ ბაშოზე გამაყუჩებლებით ასპარეზობს.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, ჯურიო ლიგაში მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ტაკაგენჯი იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა. გაგამარუს ბალანსი ამ ბაშოზე 7 გამარჯვება და 6 მარცხია.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიომარიუ იქნება, რომელთანაც ქართველს ორი შეხვედრა აქვს გამართული და ორივეჯერ ჰყავს დამარცხებული.
რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ლიგის მეთერთმეტე ნომერი იაგოა, რომელთანაც ერთხელ ჰქონდა დაპირისპირება და მაშინ ქართველმა მოიგო.
12:42 23-03-2018
ჰარუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინის უიღბლო მეხუთე [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული