დღეს, ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალური დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ფინალური ბრძოლაც მოიგო.
ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი იჩინოჯო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 10:5-ზე ჰქონდა. ორივე მებროლმა თავიდანვე შეძლო ჩაევლოთ ერთმანეთზე მავაშში ხელი, რაღაც მომენტში ფიზიკური უპირატესობით სცადა იჩინოჯიმ ტოჩინოშინის დაძვრა, თუმცა ქართველმა ამით ისარგებლა და მეტოქე დოჰიოდან, იორიკირით გადაიყვანა.
ქართველის გამარჯვების შემდეგ ოსაკას ტანვარჯიშის არენაზე იქუხა ოვაციებმა და ტოჩინოშინს საიმპერატორი ისრები გადაეცა.
ტოჩინოშინს ჯამში ამ ბაშოზე 10 გამარჯვება და 5 მარცხი დაუგროვდა. ქართველი სეკიტორის მთავარი პრობლემა ამ ბაშოზე ტრავმა იყო, რომლის გამო გამაყუჩებლებით უწევდა ასპარეზობა.
ჰარუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკუძუნა კაკარიუ გახდა 13 გამარჯვებით და 2 მარცხით, ერთ-ერთი მარცხიც ტოჩინოშინთან იწვნია.
რაც შეეხება გაგამარუს, ჯურიო ლიგის ბოლო შეხვედრაში იორიკირით დამარცხდა ლიგის მეთორმეტე ნომერ ტაკანოივასთან. თეიმურაზ ჯუღელმა ეს ბაშო რვა გამარჯვებით და შვიდი მარცხით დაასრულა. მის დადებით ბალანსს კი აუცილებლად მოჰყვება რაღაცა სახის დაწინაურება.
12:26 25-03-2018
ჰარუ ბაშო. ფინალური დღე - მეათე გამარჯვება და ოვაციებით დაჯილდოებული ტოჩინოშინი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საბოლოო ცხრილი რომ გამოაქვეყნოთ არ იქნება?
1
0
არ დაუკარგავს ტიტული, მე მგონი მოემატა თუ არ ვცდები ამ მოგებით!!!
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული