ნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 მაისს ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ორივე ქართველმა სეკიტორმა დღე გამარჯვებით დაასრულა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი იუტაკაიმა იყო, რომელსაც არასდროს შეხვედრია და ამავდროულად, მეტოქეს ამ ბაშოზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ძალიან აქტიურად შეუტია და ქართველ ფალავანს გაუჭირდა უპირატესობის მოპოვება, თუმცა ბოლოს ილეთზე დაიჭირა და წუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია.

ქართველმა სეკიტორმა ექვსივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ბაშოს ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მარცხი განიცადა დიდმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც მესამე მაეგაშირა აბისთან დამარცხდა.

წარმატებული დღე
გამოდგა მეორე ქართველისთვის ჯურიო ლიგაში, გაგამარუმ ლიგის მესამე ნომერი კიუკუშუჰო ოშიდაშით დაამარცხა. მას ჯამში 4 მარცხი და 2 მოგება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც 3:3-ზე აქვს ბალანსი. ენდო ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს, მას სამი მარცხი და სამი გამარჯვება აქვს. ხოლო გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგაში ლიგის მესამე ნომერი ტაკანაშო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მეტოქე აცრემლებული გაუშვა კი არა, კაცი ერთპიროვნული ლიდერია!!!
N
18 მაისი 2018 13:09
1
ლევანი ერთპიროვნული ლიდერია, რა ჰაკუჰოსთან ერთად?.. ჰაკუჰომ წააგო
Irakli Apkhaidze
18 მაისი 2018 13:05
1
აუუ რა კაცია ტოო, შენ გენაცვალე კაცობაში, ქართველობაში და ქვეყნის სიყვარულში, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ კაცისგან! მადლობა შენ კარგო კაცო იმ სიხარულისთვის, რასაც ყოველ დილით გვანიჭებ. მადლობააა!
bmb
18 მაისი 2018 12:59
0
მისაბაძი მაგალითი ასეთი ადამიანების პოპულარიზაცია საჭირო უნდა ესაუბრებოდნენ ბავშვებს თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას და რამხელა შრომაა ამისთვის საჭირო რაც იაპინიაში ალბათ ხდება კიდეც ჩვენგან განსხვავებით. აბა აქაური ტელევიზიები მარტო ლგბტ და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების პროპაგანდას ეწევა მომავალი თაობა ფეხებზე კიდიათ
912
18 მაისი 2018 12:52
1
გაგიმარჯოს ბიძია სიმართლის თქმისთვის,მე არ მიყურებია რომ ლევანს ვინმე ჟურნალისტი შეხვედროდეს და ინტერვიუ აეღოს.
zas.
18 მაისი 2018 13:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული