12:40 20-05-2018
ნაცუ ბაშო. VIII დღე: ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დოჰიოდან გადაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი გიგანტი სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელთანაც ბალანსი 12:5-ზე ჰქონდა. ბრძოლის დასაწყისშივე ორივე სუმოისტმა შეძლო რომ ერთმანეთისთვის მავაშში ხელი ჩაევლოთ, შემდეგ იჩინოჯიმ რამდენჯერმე სცადა თავისი ფიზიკური უპირატესობის გამოყენება თუმცა წარუმატებლად, რაღაც პერიოდი ვერცერთი სეკიტორი ვერ ახერხებდა ბრძოლაში რაიმე სიახლის შეტანას, თუმცა ბოლოს ლევან გორგაძე გააქტიურდა და იჩინოჯი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს რვა ბრძოლის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს, იოკუძუნები
ჰაკუჰო და კაკარიუ კი ერთი მოგებით ჩამორჩებიან და მისი მდევრები არიან.
რანგით მეორე ლიგაში უვატენაგეს ილეთით აზუმარიუსთან ქართველი გაგამარუ დამარცხდა.
გაგამარუს ამ ბაშოზე უკვე 6 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელთანაც ქართველს
დადებითი ბალანსი 3:1-ზე აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
თუმცა, ქართველ ფალავანს არც ხერხი აკლია და არც ღონე!
გაიხარე ლევან, საქართველოს სასახელო შვილი ხარ!
კინაღამ თავიდან გადაიყვანეს მაგრამ გაექცა გვერდზე ჩვენი ტოჩინო.
რა ძალის პატრონია ეს კაცი, ამხელა მონღოლი აწია და გადიყვანა.
ქართული ჭიდაობის ილეთების ცოდნა რამდენს ნიშნავს.