ტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში

AutoSharing Option
დღეს, 30 მაისს, ლევან გორგაძემ ოფიციალურად დადო ოძეკის ფიცი და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას.

ჩვენი დროით დილის ექვს საათზე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

იაპონური ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის წევრები ლევანის კლუბს, კასუგანოს ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი კლუბის პრეზიდენტის თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რის მიხედვითაც, დღეიდან ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მფლობელია.

ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად
დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.

altტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონია [VIDEO+PHOTO]


ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.

altთივა რომ არ გვეყიდა, მთაში თიბავდა და მოჰქონდა - ინტერვიუ ტოჩინოშინის დედასთან

altტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 28 /
გადასარევად ჟღერს – ქართველი ოძეკი
ენიო
30 მაისი 2018 17:35
0
ქართელი იოკუძუნა უფრო ლამაზად ჟღერს. ოძეკიც არ არის ცუდი, მაგრამ იო სულ სხვააა
გიორგი
30 მაისი 2018 21:45
0
Ox shen genacvale levan qatul gautexel sulshi xelmotexili kaci odzeki gaxdi da jamteli ras izav bumberazo qartvelo lomo. Shen gaixare qartuli eris gaertianebistvis yvela ertad dadga didi tu patara da sheni gulshematkivrebi gavxdit gmertma mogces jani da jamteloba rom kidev araertxel gagvaxaro qartvelo lomo
giorgi
30 მაისი 2018 16:18
0
დიდებულია! მეცოცხე გიოს მწუხარებას ვიზიარებ, სხვებს გილოცავთ!
შეკითხვები მაქვს: 1. იაპონელის, მონგოლის და ჰავაელის/აკიბონო/ გარდა სხვა თუ ყოფილა იოკუძუნა? 2. იმ ორ ევროპელ ოძეკს ბაშო /იმპერატორის თასი/ თუ აქვთ მოგებული?
barka
30 მაისი 2018 14:46
1
1. ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან იოკოძუნა არ ყოფილა.
N
30 მაისი 2018 16:24
0
2. ორივეს აქვს მოგებული ბაშო თითოჯერ.
N
30 მაისი 2018 16:20
0
წარმატებები ლევანს მომავალ ჩემპიონატებში და სულ მალე იოკოძუნას ტიტულიც მიგველოცოს!!!

ისე, ლევანი უკან, ოდნავ მარჯვნივ რომ დგას, მემგონი არ უნდა იყოს სანდო მაინცდამაინც, მარტო მაგას აქვს ცაციათი ჭიქა აწეული, საინტერესოა ვინ არის?
აჩი
30 მაისი 2018 14:27
0
მე არც დამიფიქსირებია ეგ, ეტყობა შენ ძალიან მახვილი თვალი გაქვს ;))
დათო
31 მაისი 2018 12:55
0
"იოკუძუნა არა ტოლმა" - რა შურიანი ან/და მეცოცხე უნდა იყო, ასე ბოღმიანად ილაპარაკო! მსგავსი შურისა და ბალღამის გამო გაგიპანღურათ მფორთხავი და მისი ცოცხიანი პარტია ხალხმა! სურვილი დასაცინია? შენ რატომ არ უნდა გინდოდეს? მის გამო ხომ არ დაწანწალებს შენი ბელადი ქვეყნიდან ქვეყანაში?
გარდა ამისა, სუმოისტი ოძეკი რომ გახდება, რომელს არა აქვს იოკუძუნობის შანსი?
ცოცხი ცოცხია
30 მაისი 2018 13:36
3
გმადლობთ ინფორმაციისათვის
მერაბი გ.
30 მაისი 2018 13:21
0
იოკოძუნობა არა ტოლმა, მორჩით ცაში ფრენას.)))
gio
30 მაისი 2018 12:13
37
1-ლი ბულგარელი Kotoōshū Katsunori და მე-2 ესტონელი Baruto Kaito
გულშემატკივარი
30 მაისი 2018 11:46
0
ტოჩინოშინი მესამე ევროპელი ოძეკიაო; მახსოვს ერთი ბულგარელი ოძეკი, სხვა ვინ იყო? ვინც იცით დაწერეთ, არ დაიზაროთ
მერაბი გ.
30 მაისი 2018 11:16
1
ესტონელი ბარუტო.
მერაბის
30 მაისი 2018 11:54
0
ესტონელი ბარუტო იყო
n1k0l03
30 მაისი 2018 11:45
0
ყველა გამოხმაურება
"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვსტირი მე!". გილოცავთ, ძვირფასო ლევან, და ახლა იოკოძუნობას ველოდებით ნამეტნავად!!! სულ წინსვლა, ჯანმრთელობა და ბედნიერება შენს საყვარელ ოჯახთან ერთად!!!
N
30 მაისი 2018 11:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული