ნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები გზას ვეღარ გადაუღობავენ

AutoSharing Option
იოკოძუნა კაკურიუმ მსაჯთა კომიტეტს აცნობა, რომ დღეს, ნაგოია ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტიენოკუნის შეხვედრაში არ გამოვა, რადგან მარჯვენა იდაყვის სახსრის ანთება აქვს.

იოკოძუნამ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და შესაბამისად, ტურნირიდან მოიხსნა.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ ჩიონოკუნიმ ორი თეთრი ბურთი (ანუ გამარჯვება) უბრძოლველად მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში პირველად, არც ერთი სამი მოქმედი დიდი ჩემპიონიდან არ გაუვლია ბაშო თავიდან ბოლომდე.

შეგახსენებთ, რომ ნაგოია ბაშოზე არ იასპარეზებს იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელსაც ასევე ტრავმა აქვს.

გამომდინარე აქედან, ტოჩინოშინის, იგივე ლევან
გორგაძის მთავარი კონკურენტები კაკურიუ და ჰაკუჰო ბაშოზე აღარ იქნებიან, რაც ქართველი გოლიათის ბაშოს მოგების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

ამჟამად გორგაძე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს სეკივაკე მიტეკეუმისთან იყოფს. ორივე სუმოისტს 5 შეხვედრიდან 5 გამარჯვება აქვს.

დღეს ნაგოაია ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღე გაიმართება, სადაც ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ტამავაში იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი 15:7 აქვს.

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ოძეკი ტოჩინოშინი - 5 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • სეკივაკე მიტეკეუმი - 5 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • ოძეკი ტაკაიასუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეოთხე მაეგაშირა კაისეი - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ენდო - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ჩიოტარიუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცხრე მაეგაშირა მიოგორიუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ტოჩიოზანი - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ასინოიამა - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • იოკოძუნა კაკურიუ - 5 ბრძოლა, 3 გამარჯვება

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაექცა უეჭველი ის კურდღელი, ტრავმა მოიმიზეზა... აბა მოეგო გუშინ თუ გამოეთიშებოდა
Irakli Apkhaidze
13:11 13-07-2018
0
წააგო :(((
კოტე
13:03 13-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული