ჰაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინი ტრავმას და მეტოქეებს ვერ უმკლავდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 იანვარს ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს მორიგი მარცხი განიცადა.

ქართველი ფალავანი სეკივაკე ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:4 გახდა. სამწუხაროდ, ლევანი ტრავმის გამო ბოლომდე ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.

ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, ვისთანაც ბალანსი 14:6-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს, გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა ცურუგიშოსთან იორიკირის ილეთით წააგო და ამ დროისთვის ბალანსი 2:2-ზე აქვს.

მისი მომდევნო მეტოქე ტაკეკაძე იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 15:6-ზე აქვს.

altჰაცუ ბაშო. III დღე:

ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვერ გავიგე,

თუ ტრამვა აქვს კაცს, არ შეიძლება რომ დაისვენოს და მომზადებული გამოვიდეს შემდეგ ბაშოზე???

რის დამტკიცებას ცდილობს ეხლა თუ არა რომ კიდევ უფრო ფსიქოლოგია რას იგრუზება რომ ვერცერთ ბრძოლას ვერ იგებს - კი მაგრამ, არავინ არ ყავს მრჩეველი???

მართლა არ მესმის ლოგიკა და რა შუაშია აქ მებრძოლი სული??? მასე გაცილებით მაგარი იოკუძუნები წინა ბაშოზე საერთოდ არ გამოსულან როცა ტრამვა აწუხებდათ.

აქ სხვა ამბავია მე როგორც ვხვდები...
პაატა
23:40 16-01-2019
1
მესმის, რომ თავგანწირვის ხარჯზე იბრძვის და ნამდვილად ვაფასებ, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, ტრამვა არ გაირთულოს და დიდხანს არ მოუწიოს მკურნალობა...ყველანი ამ კაცის ხათრით ვუყურებთ სუმოს
:)))))
21:20 16-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული