
თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში კიოკუშუჰოს შეხვდა, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 8:11-ზე ჰქონდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ამ მოგების შემდეგ გაგამარუს ტურნირზე ბალანსი 4:2-ზე გაუხდა, მას კიდევ 4 გამარჯვება სჭირდება, რომ დადებით ბალანსს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ გუშინ, 17 იანვარს ტურნირიდან თავი ტრავმის გამო მოიხსნა.
ჰაცუ ბაშო. V დღე: გაგამარუმ მესამე მოიგო