19 იანვარს ჰაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც სამწუხაროდ გაგამარუმ მარცხი განიცხადა.
თეიმურაზ ჯუღელი ტობიზარუს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ამ სუმოისტთან უკვე მეოთხედ წააგო.
ამ დროისთვის გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 4:3-ზეა, დადებითი ბალანსის გასაფორმებლად მას 4 მოგება სჭირდება.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე არავაში იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 0:6-ზე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ბაშოზე ტრავმის გამო მოიხსნა.