დღეს, 20 მარტს ჰარუ ბაშოს მომდევნო საშეჯიბრო დღე გაიმართა.
ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ოძეკი ტაკაიასუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტაკაიასუსთან 8:11-ზე გახდა, ხოლო ტურნირზე მეხუთე მარცხი განიცადა.
ქართველ სუმოისტს 2 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს. სხვა შემთხვევაში მას ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ. ბაშოს დასრულებამდე კი 4 საშეჯიბრო დღე დარჩა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა ჰაკუკო იქნება, ვისაც 27-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო, კერძოდ კი, 2018 წლის მაისის ბაშოზე.
ამ წაგების შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 6:5-ზე გახდა.
მისი მომდევნო მეტოქე ტაკაგენჯი იქნება, ვისთანაც 3 მარცხი აქვს.