ჰარუ ბაშო. XII დღე: ტოჩინოშინი VS ჰაკუჰო - შანსი გვქონდა, თუმცა ვერა... [VIDEO]

AutoSharing Option
21 მარტს ჰარუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იოკოძუნა ჰაკუჰოს შეხვდა. ტოჩინოშინსა და ჰაკუჰოს შორის აქამდე 27 შეხვედრა შედგა, სადაც ქართველმა მხოლოდ ერთხელ მოიგო.

ლევანმა ამჯერადაც წააგო. ჰაკუჰომ ჩვენებური დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი 6:6-ზე გახდა. ტურნირის დასრულებამდე კი სულ რაღაც 3 დღე დარჩა. თუ ტოჩინოშინმა 2 მოგება არ მოიპოვა, მას ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.


ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე არანაკლებ სერიოზული მეტოქე იკოძუნა კაკურიუ იქნება, ვისაც 25-ჯერ
შეხვდა და აქედან მხოლოდ 3-ჯერ მოუგო.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ტაკაგენჯის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ჯუღელს ბალანსი 7:5-ზე გაუხდა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ტობიზარუ იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 0:3-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შოდაისთან უძნელესი გამარჯვება ძვირად დაუჯდა ლევანს.მას შემდეგ მტკივან ფეხს,სერიოზულ ძალას ვეღარ ატანს და ბიძგს ვეღარ აკეთებს.ვულოცავ გაგამარუს,იმედია დარჩენილ შეხვედრებში შესძლებენ ჩვენი ბიჭები და შეისრულებენ სავალდებულო მინიმუმს მაინც.
სოსო
21 მარტი 2019 13:20
1
-შანსი? ათასი მიზეზი შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ ფაქტია საშუალო დონის რიკიშია(მაეგეშირა) დღევანდელი მდგომარეობით.
დ.ნ.
21 მარტი 2019 15:05
4
რათქმაუნდა ლევანის მაგივრად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა მე მაინც არ მესმის 28-1, ჩემთვის წარმოუდგენელია
ილარიონი
21 მარტი 2019 14:05
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული