ნაცუ ბაშო: ქართველი სუმოისტების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ნაცუ ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის და თეიმურაზ ჯუღელის, იგივე გაგამარუს პირველი ორი დღის მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი.

ნაცუ ბაშო ისტორიაში შევა, როგორც ახალი ეპოქის (რეივა) პირველი ბაშო.

პირველი მაისიდან იაპონიაში ახალი ერა დაიწყო, "რეივას" სახელწოდებით (ითარგმნება, როგორც "მშვენიერი ჰარმონია"), რადგან ახალი იმპერატორი ჰყავს ქვეყანას, ნარუჰიტოს სახით. სწორედ იმპერატორის ცვლილებას უკავშირდება ყოველთვის ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი.

კვირას, 12 მაისს ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში წლის რიგით მესამე და რეივას ერის პირველი სუპერტურნირი აიღებს სტარტს.

ტრადიციულად, ბაშოს დაწყებამდე 2
დღით ადრე იაპონური სუმოს ასოციაციამ სასტარტო დღეების ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.

სეკივაკე ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს იაპონელ მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან დაპირისპირებით დაიწყებს. მეორე დღეს კი ქართველის მეტოქე ოიტეკაძე ბეიას წარმომადგენელი, იაპონელი მე-2 მაეგაშირა დაიეიშო იქნება. პირველ მათგანს ლევანი 6:2-ს უგებს ურთიერთშეხვედრებში, მეორეს კი - 5:1-ს.

ოიტეკაძე ბეიას ბინადარი ეყოლება პირველ მეტოქედ გაგამარუსაც. ჯურიოს მე-7 ნომრად განთესილი თეიმურაზ ჯუღელის პირისპირ მე-8 ნომერი, იაპონელი დაიშომარუ დადგება, რომელსაც 4:3-ს უგებს პირად შეხვედრებში.

altჰაკუჰო მაისის ბაშოზე ვერ გამოვა

მომზადებულია ქართველი სუმოს ქომაგების გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტაკამისაკარი გამოიჭირეს ბიჭებმა? :))))
nanka2002
20:48 12-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული