10 ივლისს ნაგოია ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ რიგით მესამე მარცხი განიცადა.
თეიმურაზ ჯუღელი ვაკატაკაკაგეს შეხვდა და შიტატედაშინაგეს ილეთით წააგო.
ამ მარცხის შემდეგ ქართველი სუმოისტის ბალანსი ჯურიო ლიგაში 1:3-ზე გახდა.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე ტაკანოშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 2:2-ზე აქვს. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი თავის შეხვედრას დაახლოებით 12:15 საათზე გამართავს.