იოკოძუნა კაკურიუმ საკალათბურთო მატჩის დროს 3-ქულიანი პირველივე ცდიდან ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 24 აგვისტოს, იაპონიაში გაიმართა ამხანაგური შეხვედრა იაპონიის საკალათბურთო ნაკრებსა და გერმანიის ეროვნულ გუნდს შორის, რომლის მიმდინარეობისას პარკეტზე იოკოძუნები: ჰაკუჰო და კაკურიუ მიიწვიეს და 34 წლის კაკურიუმ 3-ქულიანი კალათბურთელების თვალწინ პირველივე ცდიდან ჩააგდო.

კაკურიუს ზუსტ ტყორცნას მაყურებლები და კალათბურთელები ოვაციებით შეეგებნენ. ბევრჯერ ვერ ნახავს ადამიანი, როგორც აგდებს 3-ქულიანს ზუსტად კალათში 160 კილოგრამიანი სუმოისტი.

34 წლის კაკურიუ მონღოლი იოკოძუნა გახლავთ და მისი ნამდვილი სახელი და გვარი ანან მანგანჟალა არის. სუმოს ქართველი გულშემატკივარი მას ძალიან კარგად იცნობს.

რაც შეეხება საკალათბურთო შეხვედრას, ის
იაპონელების გამარჯვებით დასრულდა: 86:83.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სამ ქულიანით მოიგეს იაპონელებმა,ფრე იქნებოდა...;)
Maxo
18:45 25-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული