აკი ბაშო. XIV დღე: ამ ბრძოლის მოგება შეიძლებოდა! - ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას კარგავს [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტებმა საკუთარი შეხვედრები ჩაატარეს.

ტოჩინოშინი მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ქართველმა სუმოისტმა დოჰიოს გარეთ დადგა ფეხი, თუმცა თავიდან სუმოისტებმა ეს ვერ შეამჩნიეს და ბრძოლას განაგრძობდნენ, თუმცა მსაჯმა შეხვედრა გააჩერა და ტოჩინოშინი დამარცხდა.


ამ მარციხს შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე მაკე კოში ანუ უარყოფითი ბალანსი 6:8-ზე დაუფუქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური ოძეკის წოდებას დაკარგავს და შემდეგ ბაშოზე მის დასაბრუნებლად მინიმუმ 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

რაც
შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს გაგამარუს, მან კოტოტებაქარი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ბალანსი ტურნირზე 6:8 გაუხდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
"მაინც ყველაზე მაგარი ხარო" და ეგ როგორ გამოდის? ჩემპიონიც ხოიმ არ არის? ის მაინც დაწერეთ ჩვენ მაინც შენს გვერდით ვართო (ასეა ნამდვილად ტოჩი) თორემ ყველაზე მაგარი არის თუ არა თვითონ ჩვენზე უკეთ იცის, რატომ კარგავს მეორედ ოძეკის წოდებას ეგეც თვითონ იცის უკეთ და ამაზე ტაში რომ გინდ ოძეკი იყავი, გინდა დაბალი რანგის წოდება ატარე ერთიდაიგივეაო, აუფასურებს მის მიერ ოძეკობისთვის ამდენი წლის წვალებას. არ არის ფორმაში და ტრავმით არის გამოწვეული თუ უვარჯიშებლობით, ფაქტია - მიცი მჯობები ამ ბაშოზე ბევრი არიან. თუ შეძლებს ისევ დაუბრუნოს ოძეკის წოდება მაგარი იქნება, თუ ვერა - მაინც მიაღწია ძალიან ბევრს და სუმო გააცნო ბევრს საქართველოში, საქართველო კი ბევრს სუმოს სამყაროში.
0
თანამედროვე პროფესიული სპორტი პირველ რიგში ბიზნესია. ეს კაციც(ლევანი) ამ ბიზნესშია. შეარგეთ რა თუ ხალხი ხართ.
D.N.
21:23 21-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული