აკი ბაშო. XIV დღე: ამ ბრძოლის მოგება შეიძლებოდა! - ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას კარგავს [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტებმა საკუთარი შეხვედრები ჩაატარეს.

ტოჩინოშინი მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ქართველმა სუმოისტმა დოჰიოს გარეთ დადგა ფეხი, თუმცა თავიდან სუმოისტებმა ეს ვერ შეამჩნიეს და ბრძოლას განაგრძობდნენ, თუმცა მსაჯმა შეხვედრა გააჩერა და ტოჩინოშინი დამარცხდა.


ამ მარციხს შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე მაკე კოში ანუ უარყოფითი ბალანსი 6:8-ზე დაუფუქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური ოძეკის წოდებას დაკარგავს და შემდეგ ბაშოზე მის დასაბრუნებლად მინიმუმ 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

რაც
შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს გაგამარუს, მან კოტოტებაქარი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ბალანსი ტურნირზე 6:8 გაუხდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მაინც ყველაზე მაგარი ხარ ტოჩი ..ეგ არაფერი მომდევნო ბაშოზე უფრო მეტი აზარტი იქნება..
levani
13:24 21-09-2019
6
არაფერია, სუმოს ისტორიაში შენ მაინც ოძეკი იქნები გულშემატკივრისთვის ყოველთვის. ოძეკი რომელსაც თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა.

პ.ს. ტრამვებმა თუ არ შეუშალა ხელი კიდევ დაიბრუნებს წოდებას მჯერა, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, თავის სიტყვა თქვა ამ კაცმა უკვე სუმოში
არაუშავს
14:09 21-09-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული