იოკოძუნას თმები შეჭრეს - სუმოს სამყარო კისენოსატოს დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
აკი ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს სამყაროში ერთადერთ იაპონელ იოკუძუნას, კისენოსატოს დაემშვიდობნენ. იაპონელმა 33 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში კისენოსატო ხშირად ტრავმიანობდა და იოკოძუნასათვის დამახასიათებელ ბრძოლებს ვერ აჩვენებდა.

წესების მიხედვით, იოკოძუნას ტიტული უცვლელია და სუმოისტმა შეუძლებელია ეს წოდება დაკარგოს. გარკვეული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ისინი სუმოს თავს ანებებენ.

მისი ნამდვილი სახელი იყო იუტაკა ჰაგივარა და ნარუტოს სკოლის წარმომადგენელი გახლდათ.

იაპონელმა კარიერის განმავლობაში 101 ბაშო ჩაატარა, მათგან უმაღლეს დივიზიონში - 85. ორჯერ შეძლო იმპერატორის თასის აწევა; ამავდროულად, 12-ჯერ
მოახერხა ვიცე-ჩემპიონობა. აღსანიშნავია ისიც, რომ იოკოძუნობის პერიოდში 12 ბაშო ჩაატარა და ერთხელ გახდა ჩემპიონი. სხვა ტიტული მას არ ჰქონია.

როგორც წესები მოითხოვს, იაპონელმა ბაშოზე ბოლო საიმპერატორო ცეკვა შეასრულა, შემდეგ კი სუმოს სამყაროს მნიშვნელოვანმა ფიგურებმა და მაღალი წოდების სუმოისტებმა მას საჯაროდ თმები შეჭრეს.

იოკოძუნა კისენასოტოს ბოლო ცეკვა

იოკოძუნა კისენასოტოს თმის შეჭრის ცერემონია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ამაღელვებელი მომენტია,მე მიყვარს სუმო და ტოჩის დამსახურებით
zas.
11:16 01-10-2019
1
ამასაც კაი ხანი ეძებდა პარიკმახერი
ინკვიზიტორი
09:47 02-10-2019
2

სიახლეები პოპულარული