მიტაკეუმი, ასონოიამა და სხვები - ტოჩინოშინმა ბაშოს დაწყებამდე ყველა დაამარცხა

AutoSharing Option
კიუშო ბაშოს დაწყებამდე ორი დღეღა რჩება და ტოჩინოშინმა ამ კვირაში ბოლო ვარჯიშები ჩაატარა.

ქართველი ფალავანი კვლავ სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა, რომელიც 9:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, წინა დაპირისპირებაც ქართველის სასარგებლოდ წარიმართა და 9:6 დასრულდა.

ტოჩინოშინმა კომოსუბ ასონოიამასთანაც ივარჯიშა, რომელთანაც 4 ბრძოლა მოიგო და ერთში დამარცხდა. ამავდროულად, ის დაბალი დივიზიონის სუმოისტებსაც დაუპირისპირდა და 10:1-ზე ჰქონდა ბალანსი.

"დიდი ხნის შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მუხლი, რომელიც მაწუხებდა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა ჩემთვის სახიფათო იქნება ბაშოზე დაცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს ტოჩინოშინმა.

კიუშო ბაშო ქალაქ ფუკოაკოში 10
ნოემბერს იწყება. ქართველ ფალავანს 10 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

altტოჩინოშინი: ვგრძნობ, რომ ამჯერად ყველაფერს შევძლებ




მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ვთქვი ისეთი ასე რომ განრისხდი და რიტორიკული შეკითხვების დასმა დაიწყე? ბაშოზე რომ უნდა მოიგო და არა ვარჯიშებზე ეგ ყველამ იცის. რა გამიკეთებია ფასეული მაგას ვერ გაიგებ, კომენტარზე გეტყობა შეზღუდულობა.
Geras-ს
08 ნოემბერი 2019 12:05
0
მოდი და ამას უხსენი ახლა, რიტორიკული შეკითხვა რა არის... წადი, შვილო, წაიკითხე ორი წიგნი ან აგური აგურზე დადე და მერე გააკრიტიკე სხვა.
Geras
08 ნოემბერი 2019 13:58
4
მაგარი კაცი ხარ ტოჩი და ისტორიაშიც შესული ხარ უკვე. მჯერა, თუ ფეხმა არ გიმტყუნა ტიტულს დაიბრუნებ. ისე წლები და ასეთი მოურჩენელი ტრამვა თავის კვალს მაინც ტოვებს. მიაწექი, გაგვახარე და გაიხარე სანამ გაგიშობს ეგ ოხერი მუხლი, რას ერჩი კი გემსახურება და
ვასო
08 ნოემბერი 2019 11:22
0
მაინტერესებს, ასეთი მაღალი სტანდარტი რომ გაქვს სხვების მიმართ, შენ რა გაქვს გაკეთებული ფასეული?
Geras
08 ნოემბერი 2019 11:08
7
ბაშოს დაწყების მერეა მოგება ფასეული თორემ დაწყებამდე მოგება ვის რაში არგია?
Gera
08 ნოემბერი 2019 10:42
20

სიახლეები პოპულარული