ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მეორე მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ჰიკიოტოშის ილეთით მარცხი განიცადა.
ამ შეხვედრის შემდეგ ქართველ სეკივაკეს ბალანსი 0:2-ზე აქვს.
მოგეხსენებათ, ლევანს მინიმუმ 10 მოგება სჭირდება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად. ხვალ კი, ტოჩი იაპონელ კომოსუბი შოთა ენდოს შეხვდება.