სადამდე ჩამოქვეითდება ტოჩინოშინი და როდის დაუბრუნდება სუმოს?

AutoSharing Option
სადამდე ჩამოქვეითდება ტოჩინოშინი და როდის დაუბრუნდება სუმოს? ეს არის მთავარი კითხვა, რაც ბოლო პერიოდში ისმის.

კიუშუ ბაშო ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა, ტოჩინოშინმა მხოლოდ 4 ბრძოლა ჩაატარა, ორი წააგო და ორიც მოიგო, ბოლო მოგებულ ბრძოლაში კი ნეკნი გაიტეხა.

რაც შეეხება მეორე ლიგაში მყოფ გაგამარუს, მან 12 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო. საბოლოოდ ტრავმის გამო ისიც ჩაეხსნა ტურნირს.

როგორც სუმოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰანაცუბაკი იტყობინება, ტოჩინოშინიც და გაგამარუც ზამთრის ტურში ჩაერთვებიან, რომელიც დეკემბერში მოეწყობა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე დოჰიოს
დაუბრუნდეს.

რაც შეეხება ტოჩინოშინის მომავალს, რთულია წინასწარმეტყველება, მომავალ ბანძუკეში თუ რომელ პოზიციაზე იქნება, თუმცა, შესაძლოა, ის მესამე მაეგაშირამდე დაქვეითდეს.

ხოლო რაც შეეხება გაგამარუს, ის მესამე დივიზიონში იასპარეზებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლოს ის მაკუშიტა დივიზიონში წინა წლის კიუშუ ბაშოზე იმყოფებოდა და (5-2)-ზე ბალანსით ისევ მეორე დივიზიონში დაბრუნდა.

გაგამარუს მუხლებში სითხე უდგება და ნემსებით ამოტუმბვით ახერხებდა კიუშუ ბაშოზე ბრძოლას. როგორც ის ამბობს, სუმოდან წასვლაზე არ ფიქრობს.

შემდეგი სუპერტურნირი იანვრის პირველ კვირას, 5 რიცხვში დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საოცარია პირდაპირ! საკივაკობიდან -11 შედეგით მესამე მაიგაშირობამდე როგორ დაქვეითდება?! მე მგონია, სადღაც მე-7 ან მე-8 მაიგაშირა იქნება, რაც ძალიან კარგია: უფრო სუსტი მეტოქეები ეყოლება: პრაქტიკულად, არ მოუწევს იოკოძუნებთან და ოძეკებთან შეხვედრები. შესაბამისად. დიდი შანსი ექნება, რომ ტურნირი მოიგოს და იმპერატორის თასსაც კიდევ ერთხელ გამოჰკრას ხელი!
3
ტოჩი იმ ასაკშია, როცა ყველაზე მაგარ ჯანზეა ადამიანი. მიდი ლევან!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული