ჰაცუ ბაშო. V დღე: ტოჩინოშინი მეისეისთან ბრძოლისას დოჰიოდან გადავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მტკივნეული მარცხი იწვნია.

ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა მეისეის შეხვდა, რთული მეტოქე ვერც ამჯერად დაამარცხა და ცუკიოტოშის ილეთით წააგო. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი დოჰიოდან გადავარდა და შესაძლოა, ტრავმები კიდევ უფრო გაუმიზეზდეს. ამ წაგების შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 2:3-ზე გახდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა შოდაი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 7:8-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტაქტიკით იგებს .ტოჩინოსის ძალას იყენებს არ უძალიანდება პირიქით გამოქანებულს გზას უთმობს და ლევანიც ბალანს კარგავს .
ლევანი ხუთი თითი ვით ჰყავს შესწვლილი.
იცის რომ ლევანი ბალასს მარცხენა ფეხით უფრო ინარჩუნებს ამიტომ მარცხენივ უფრო ძლიერ ეყრდნობა. ეს კი მარცხნიდან უდგება და მერე უცბად ეცლება. . წონა სწორობას ვეღარ აკონტროლებს ლევანი და ვარდება .
ლევან წარმატებებს გისურვებ . გთხოვ უმტკივნეულოდ მოგეგოს ყოველი შეჯიბრი.
თამარი
17:47 16-01-2020
0
გადავარდა კი არა - გადააგდეს. რუსებს ნუ ემსგავსებით არაობიექტურობაში
giorgi 3
17:25 16-01-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული