ახალი კონორავირუსის გავრცელების გამო, როგორც მოგეხსენებათ, ჰარუ ბაშო მაყურებლის გარეშე ტარდება.
თუმცა, როგორც იაპონური გამოცემები წერენ, შეიძლება ჰარუ ბაშო ნაადრევად შეწყდეს. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ მეთხუთმეტე მაეგაშირა ჩიომარუს მაღალი სიცხე აქვს და მას დღეს კორონავირუსზე შეამოწმებენ.
იაპონიის სუმოს ასოციაციის კრიზისის მენეჯმენტის დირექტორის კაგამიამას თქმით, სუმოისტს გუშინ სიცხე 38.6 ჰქონდა, ხოლო დღეს 39.7 დაუფიქსირდა. ჩიომარუს დღევანდელი ბრძოლა მეისეის წინააღმდეგ წაგებად ჩაეთვალა.
თუ სუმოისტს ვირუსი დაუდგინდება, ბაშო შეწყდება. სხვა შემთვევაში, კი სანამ სიცხე არ დაუწევს, ბაშოზე გამოსვლის უფლება არ ექნება.