ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა

AutoSharing Option
დღეს, 27 აპრილს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე, ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რიკიშები მომავალ ბაშოზე გამოვლენ.

ცვლილება შეეხო ორივე ქართველ სუმოისტს. ტოჩინოშინმა გასულ სუპერშეჯიბრებაზე 6:9-ზე ბალანსი დააფიქსირა და რეიტინგში 2 პოზიციით დაიხია. თუ ლევანი წინა ბაშოს მე-9 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა, ახლა მე-11 მაეგაშირა იქნება.

სამწუხაროდ, ასევე დაქვეითდა გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც წინა ბაშო ტრავმის გამო გამოტოვა. გაგამარუ ახლა მე-4 დივიზიონის, სანდანმეს 28-ე ნომერი იქნება.

მომზადებულია Japan Times-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ