ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!

AutoSharing Option
გუშინ, 31 აგვისტოს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე, ანუ რეიტინგ-სია გამოაქვეყნა და რაც სასიხარულოა, ქართველი რიკიში ტოჩინოშინი საგრძნობლად დაწინაურდა.

ტოჩი გასულ ბაშოს მე-11 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა, სუპერტურნირი 10-5-ზე ბალანსით დაასრულა, თუმცა რეიტინგში მის წინ მყოფ სუმოისტებს იმდენად ცუდი შედეგები ჰქონდათ, ერთბაშად 7 საფეხბურით დაწინაურდა და ახლა დასავლეთის მე-4 მაეგაშირა გახლავთ.

მომავალ ბაშოზე ტოჩიმ თუ იგივე შედეგი (10-5) გაიმეორა, სანიაკუს დაუბრუნდება და რიგითი მაეგაშირას სტატუსს უკან მოიტოვებს.

როგორც მოგეხსენებათ, მეორე ქართველმა რიკიშიმ, გაგამარუმ წინა ბაშო ტრავმის გამო გამოტოვა და ახალ რეიტინგში სანდანმეს
დივიზიონის 85-ე პოზიციაზეა.

სექტემბრის ბაშო კი 13 სექტემბერს დაიწყება და 27-მდე გასტანს. სუმოს სუპერტურნირს ისევ ტოკიო, კუკუგიკანის დარბაზი უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 3 /
რახან ამ რუბრიკაზე გადასვლისას გადაკუზული კოტოშოჰოს საჯდომის ყურება აღარ მომიწევს და რაღაც ახალი დადეთ, რაღა მომკლავს )
0
თურმე რამდენი "მეგაშირა" გვყოლია ქართულ პოლიტიკაში!
კორონიკო!
14:12 01-09-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული