ივლისის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი მეისეის დაუპირისპირდა და რთულ ბრძოლაში დაამარცხა.
სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ. ორთაბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, ქართველმა სუმოისტმა ორივე ხელით ქამარი აიღო და გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა.
ამრიგად, გორგაძეს 6 გამარჯვება და 5 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 21 ივლისს, ნიშიკიფუჯის წინააღმდეგ გამართავს.