სექტემბრის ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
სუმოისტები ერთმანეთს ძლიერად დაეჯახნენ, გორგაძემ საბოლოოდ ჰიკიოტოშის ილეთით გაიმარჯვა.
ლევანს 3 მოგება და 4 მარცხი აქვს, შემდეგი შეხვედრა კი ნიშიკიფუჯისთან ექნება.
უნდა ითქვას, რომ ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ქართველმა სუმოისტმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა, პირველ რიგში ეს საკუთარ თავში ძალების რწმენისთვის იყო საჭირო.