მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

26 აგვისტოს, ჩემპიონატის ბოლო დღეს, ოქრო ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ელიზბარ ოდიკაძემ (97) და ზურაბ ერბოწონაშვილმა (70), მაგრამ დამარცხდნენ.

წინა დღეს მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ბრინჯაოს პრიზიორი კი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პრიზიორები რობერტ კობლიაშვილი (85) და რევაზ ნადარეიშვილი (98) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თითქოს, გენოს პეტრიაშვილის გამარჯვებამ დაჩრდილა ყველა და ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში. ზურა იაკობაშვილის წარმატება არანაკლებ სასიამოვნო და ღირსეული იყო. მან უდიდესი პროგრესი განიცადა და ეს ტიტული დაიმსახურა. ვილოცავ და ველი მომავალ წარმატებებს. მთლიანობაში, ჩვენი ნაკრები ძალიან კარგად გამოვიდა, რაც მწვრთნელების დამსახურებაა. მათაც ვულოცავ.
gogig
15:31 27-08-2017
1
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და მთელს საქართველოს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული