მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილმა ოქრო მოიპოვა!

AutoSharing Option
ზურაბ იაკობიშვილმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო - 3-1. 

- ზურაბ იაკობიშვილის საოცარი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში [VIDEO]

ეს მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს, ჯამში კი მესამე მედალია. წინა დღეს მძიმე წონაში პლანეტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) მოიპოვა.

დღესვე მოგვიანებით პარიზში ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყვარელი გახარებულია
levani56
11:53 27-08-2017
0

სიახლეები პოპულარული