მასში წლეულსაც 21 კლუბი გამოდის, რომლებიც ისევ სამ ზონად იქნებიან განაწილებულნი და ისევ ორ წრედ, მიმოსვლით შეხვდებიან ერთმანეთს. თუმცა წლევანდელ ბუნდესლიგაში ქართველები ჯერჯერობით შედარებით ცოტანი არიან, ოღონდ ჩვენები ქვედა ლიგებშიც გამოდიან.
სავარაუდოდ, გერმანული პირველობა რაც უფრო მიუახლოვდება ფინიშს, ჩვენებიც მით უფრო მომრავლდებიან, რადგან დასკვნით ფაზაში კლუბებს მათი დახმარება უფრო დასჭირდებათ.
ბუნდესლიგის ბოლო ტური სამიოდ დღის წინ გაიმართა, რომელშიც წარმატებით
ამავე ჯგუფში "ნეკარგარტახმა" გასვლაზე 18:11 დაამარცხა "ნაკენჰაიმი", თუმცა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველი (57) თავისიანებს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა - პირადი შეხვედრა 0:9 დათმო დაღესტნელ ჰასან ჰუსეინ ბადრუდინოვთან, ვინც ნოემბერში 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.
აღმოსავლეთის ჯგუფში "მერკენმა" შინ მიიღო "კოლერბახი" და, შეიძლება ითქვას, წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 5:24 წააგო. სამაგიეროდ, პირადი პაექრობა მოიგო მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ზურაბ მაჭარაშვილმა (61), ვინც 8:6 დაამარცხა დენის დეკერი. ამავე ჯგუფში პირადი შეხვედრა მოიგო საბერძნეთიდან მოჭიდავე მიხეილ ჩიქოვანმა (98) - უფუკ ჯანლის 3:1 აჯობა, თუმცა მისი კლუბი "ჰაუსვაილერი" სტუმრად 11:15 დამარცხდა "ვიტენთან".
ბადენ-ვიუტენბერგის რეგიონალლიგაში მოასპარეზე "ქართულმა" კლუბმა "გერმან სულგენმაც" მოიგო და მისმა ქართველმა ლეგიონერებმაც. თუმცა, კლუბმა თუ დიდი ძალისხმევით სძლია "ტენენბრონს" - 14:13, ქართველებმა გაცილებით იოლად იმარჯვეს. განსაკუთრებით - ნიკა ტატუაშვილმა (57), ვინც 17:2 დაამარცხა მატიას შონდელმაიერი. აი, ნოდარ ეგაძეს (98) უფრო მეტი ჯაფა დაადგა მოსაგებად, თუმცა მეტოქეც გაცილებით ძლიერი ჰყავდა - ბულგარელი მიროსლავ გეჩევი, ვისაც 2:0 მოუგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"