ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი ლუკა კურტანიძე მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამჯერად - ვეტერანებში, სადაც 100 კილოგრამში გამოდიოდა, მეორე ასაკობრივ კატეგორიაში, 40-44-წლიანთა შორის.

ბულგარულ პლოვდივში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატში კურტანიძე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება, სადაც 5:1 დაამარცხა რუმინელი ადრიან რეკორეანუ. მეორე შეხვედრაში 7:0 დაამარცხა ამერიკელი ოქტავიუს ტრავონ ბელამის, ნახევარფინალში კი 3:0 სძლია მონგოლ ნარანბაატარ ლხაგვადორჯს.

ჩვენმა ფალავანმა ფინალური პაექრობაც აღმავლობით ჩაატარა ირანელ სოჰრაბ როსტამ რაჰმატაბადისთან, თუმცა ეს ყველაზე რთული ბრძოლა გამოდგა - კურტანიძემ 2:1 მოიგო
და მსოფლიოს მწვერვალების დაპყრობა უკვე ახალ განზომილებაში, ვეტერანებშიც დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გახსოვთ "ირანელების" კლიპი. აი, პასუხიც!!!!!!!
zurab
10:56 15-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული