მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), რომელმაც ნახევარფინალში დაღესტნელი მაგომედ კურბანალიევი ვერ დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც პირველად ასპარეზობს ახალ 65 კგ კატეგორიაში, დამამშვიდებელ წრეში მოლდაველ ანდრე პერპელიტას შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი პოლონელ კ. ბიენკოვსკსის დაეჭიდება.
დამამშვიდებელ წრეშია და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ), ის იტალიელ კონიედო რუანთან გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინის სახელით მაოსპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.
ფინალური ბლოკი
ისე ბიჭები შტანგაზეც ავარჯიშეთ,სუნთქვაზე ...კიდევ მეტი ძალა და გამძლეობა ჭირდებათ!