თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი და მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

გენო პეტრიაშვილი წერს:

"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემს და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი
გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.

მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის...

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს პეტრიაშვილი.

Sportall.Ge

სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც.

"მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.

აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია.

მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი.

მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მით უმეტეს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს იანტბელიძე.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ ძამბოლატ თედეევი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

რაც შეეხება ფოტოს, რუს მოჭიდავეებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი, მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ყოფილი მოჭიდავე მამუკა არევაძე არიან გამოსახულნი.

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 42 /
რა დაუფიქრებელი, 10წლის ბიჭუნები ხოარ ხართ? რატო გთხოვდნენ ვერ მიხვიდით და ახლა თავს ასე იმართლებთ? სამარცხვინო საქციელია და სამშობლოც სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეთ. მართლა კუნთმაგარი და...
ქარ
12:19 17-08-2018
7
შემდეგში რუსეთის ნაკრები და ეგ თქვენი ოსი ძმაკაცი რომ ჩამოვა საქართველოში, დაახვედრეთ ქართულდროშებიანი მაისურები ტატუნაშვილის სურათით და გადაუღეთ სურათი, ვნახოთ ძმაკაცურად გადაიღებენ თუ არა
გიორგი
13:20 17-08-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული