ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისა და მწვრთნელის სკანდალურ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გამოეხმაურა, რომლის კომენტარიც "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

"მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოსახულებით მაისური.

მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი კონტინენტი ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?

ამდენი მედალი რომ
მოვიპოვეთ და ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, საერთოდ ვინმეს უკითხავს?! მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ.

შედეგები გვაქვს და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის.

ერთ რამეს გეტყვით, არჩილ ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, სწორედ ეს კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ ტატუნაშვილი დღეს ოჯახშია დასაფლავებული.

ეს იცით ვინმემ?! მეგობარი რომ დაგვეხმარა და მტერი გახდა უცებ. იმ თედეევმა გააკეთა სწორედ ეს და ამაზე არავინ არ საუბრობს", - აღნიშნა გეგეშიძემ.

altთავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
პეტრიაშვილმა ბოდიში მაინც მოიხადა და ახსნა ეს სიტუაცია და ასე ვთქვათ გაუგებრობა, რომელშიც ბიჭები დაუფიქრებლად მოხვდნენ და ეს ლამის აქეთ გვთხოვს ბოდიშის მოხდას იმ რეაქციისთვის რაც ამათ ქმედებამ ხალხში გამოიწვია. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ვერც ხვდება რაშია საქმე და რამ გამოიწვია ქართული საზოგადოების ასეთი აღშფოთება!!! ბოდიში და მიმიფურთხებია თქვენი მედლებისთვისაც და ფედერაციის წარმატებული მუშაობისთვისაც, თუ ამ წარმატებებში ქართული სული და გული არ დევს და ეს ყველაფერი ქართველობისთვის და საქართველოსთვის არ კეთდება და თუ ამისთვის კეთდება, მაშინ ოკუპანტის დროშის ფერებში გამოწყობილი მაისურები როგორ ჯდება ამ კონტექსტში მომკალი და ვერ გამიგია. ან მე ვარ შეუგნებელი და ან გეგეშიძეს ასხია და თან ძაან სერიოზულად!!!
სოხუმელი ვეტერანი
17 აგვისტო 2018 17:33
1
"იცი რას გეტყვი ბულბულო, შენც ჩიტი ხარ, ბოლო-ბოლო!" - თანამედროვეობის ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას ლექსში ხსენებული ეს ფრაზა ზედმიწევნით ზუსტად ასახავს იმ ნათქვამს, რომელსაც ჩვენ (ქართველები და საქართველოს მოქალაქეები) გეტყოდით შენ და მაგ შენს მიერ ნაქებ მოჭიდავეებსა თუ მწვრთნელებს.
თუ მაინც ვერ გაიგეთ, მაშინ განვმარტავ რომ როდესაც სამშობლოს სიყვარულსა და პატივისცემაზეა საუბარი, სხვა დანარჩენი მეორე პლანზე გადადის. ამ მხრივ, არავითარი პრივილეგია თქვენ არ გეკუთვნით!
patrioti
17 აგვისტო 2018 16:49
1
იმათმა თავისი საქმე გააკეთეს... გამოაჩინეს ქვეყანა თუ როგორი უსუსური და დაბეჩავებულია როცა გარდაცვლილს 1 თვე არ გვაძლევდნენ და ჩვენ ვერაფერს ვერ ვმოქმედებდით ყველაფერი დაგვანახეს აი რა ხართო! და შენ მეუბნები რომ თურმე ამის დამსახურება ყოფილა ერთი თვის მერე რომ გადმოგვცეს ცხედარი აი სიტყვები არ მყოფნის რა გიწოდოთ
ara
17 აგვისტო 2018 17:34
3
მთავარი საქმე იცი რაა ამხანაგო პრეზიდენტო? თქვენისთანების გადასაწყვეტი რომაა ვინ სად რა ჩაიცვას და ნუ იმადლები კიდე თუ რამე მოიგო მაგ ბიჭებმა თუ რამე აკლიათ კიდე თქვენ ჭამთ და იმიტო აკლით. ტონი შეარჩიე როცა ხალხს ელაპარაკები 300 000 ლტოლვილი გყავს ქვეყანაში. თვითონ ფაქტი რო ბიჭებმა მაიკები ჩაიცვეს დიდი არაფერია, აი თქვენ პასუხებს და ბრექვას კი უნდა მიაქციონ ყურადღება ზევით სამინისტროში, მარა სადაა პატრონი.
იპონი
17 აგვისტო 2018 16:32
1
საუბედუროდ დღეს სპორტიც, ხელოვნებაც და მეცნიერებაც პოლიტიკის ნაწილია, ამიტომ როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აფასებს თუ რა მოხდა და პირიქით აქეთ გვიქნევს თითს ის უკეთეს შემთხვევაში ისეთი პიროვნებაა, რომელიც არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, ან უარეს შემთხვევაში - კოლაბორაციონისტია
სერგია
17 აგვისტო 2018 18:30
2
პროვოკაციაზე წამოგაგეს, და ვერ ხვდებით? გაგვაფრთხილეთ მაინც, კიდე რაზე აპირებთ - რომ წამოეგოთ..
ქუთაისელი
17 აგვისტო 2018 17:48
2
რა ჩვენი საქმე არაა ამან ჭკუა ხო არ დაკარგა? სპორტსმენი საქართველოს სახელით, რომ გამოდიტს მთელ ერს წარმოადგენს, საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ხალხის ფულით და თურმე ჩვენი საქმე არ არის. არგუმენტად იმის მოყვანა საქართველოს მაისურებიც აცვიათ სხვებსო, რა შუაშია ეს, ჩვენ კი არ ვართ ოკუპანტები. ტატუნაშვილო დაგვიბრუნესო, რა დიდსულოვნებაა, ჯერ გაიტაცეს, აწამეს, მოკლეს და მერე დიდსულოვნად დაგვიბრუნეს. რა უნდა ამ გაუგებარ კაცს ფედერაციის პრეზიდენტად? უნდა მოშორდეს მაქედან.
irakli81
17 აგვისტო 2018 18:14
2
აქ წავიკითხე ეს სტატია და არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას, უჩემოდაც ბევრი დაიწერა... შემდეგ სხვაგან ვიდეოს გადავაწყდი, რომელიც იმეორებს აქ მოყვანილ ტექსტს, მაგრამ რა ამაზრზენია ამ ტიპის ყურება!!!! რა უნდა უთხრა, რა უნდა აუხსნა? ელემენტარული არ ესმის და "გაპრავებას" ცდილობს მომხდარის...
გიორგი
17 აგვისტო 2018 21:58
5
ჩემო გეგა, სხვა რა გზა მაქვს, ეპითეტებისგან თავი უნდა შევიკავო და ისე გითხრა: ,,მეგობარი"არასოდეს შემოგთავაზებს იმის გაკეთებას რაც შენს ქვეყანას შეურაცყოფს,თორემ ყველა დაუნახავი კაცის...
პ.ს. ამ დაქცეულ ქვეყანაში მაგის მეტი პატრონი რომ არ გამოგიჩნდათ, ეგ კიდევ ცალკე საუბრის და თუ გინდა ლ ა ნ ძ ღ ვ ი ს თემაა.
პეტრე
17 აგვისტო 2018 16:23
4
უნდა გადადგეს.ძამბულათის მეგობარი ქართველებს ჭკუას გვარიგებს.თქვენი საქმე არ არისო.
alvasi
17 აგვისტო 2018 22:12
7

სიახლეები პოპულარული