როგორც იცით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.
"მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოსახულებით მაისური.
მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი კონტინენტი ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?
ამდენი მედალი რომ
შედეგები გვაქვს და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის.
ერთ რამეს გეტყვით, არჩილ ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, სწორედ ეს კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ ტატუნაშვილი დღეს ოჯახშია დასაფლავებული.
ეს იცით ვინმემ?! მეგობარი რომ დაგვეხმარა და მტერი გახდა უცებ. იმ თედეევმა გააკეთა სწორედ ეს და ამაზე არავინ არ საუბრობს", - აღნიშნა გეგეშიძემ.
იქ სამი-ოთხი რუსიც იდგა დროშებით ხელში... მათ რუსული დროშა გაუწოდეს ხალმურზაევს ასაფრიალებლად მაგრამ მან არა თუ არ დაიჭირა არამედრუსულ დროშას ზედაც არ შეხედა
ასეა, როცა ღირსება და თავმოყვარეობა აღარ აქვს, ასეთ რამეს არ გააკეთებ!