რამაზ თურმანიძემ (61 კგ) ბულგარელი უსეინ ბეკირი (14:3), კორეელი მინ სუ ჩო (10:2), ყაზახი სირბაზ ტალგატი (12:0) დაამარცხა და დღეს ფინალში რუსეთის წარმომადგენელ აბასგაჯი მაგომედოვს დაეჭიდება.
მეოთხედფინალში დამარცხდნენ გოგა მამიაური (74 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (86 კგ), თუმცა ეს უკანასკნელი დამამშვიდებელ წრეშია და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.