ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გიორგი თოხაძე (51 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) ფინალში გავიდნენ.
თოხაძემ ალექსანდერ ადინივინი (მარშალის კუნძულები) და ედუარდო ლოვერა (არგენტინა) დაამარცხა და გადამწვეტ ბრძოლაში იაპონელ ვატარუ სასაკის შეხვდება.
ჩხიკვაძემ აჰმედ აბდელჰაკიმ მერიჰსა (ალჟირი) და საჰაკ ოვანესიანს (სომხეთი) სძლია და ფინალში ყირგიზ ელმირბეკ სადიროვს ეჭიდავება.