ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს

AutoSharing Option
20 ოქტომბერს ბუდაპეშტში ჭიდაობის მსოლფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

20-დან 23 ოქტომბრის ჩათვლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ, ხოლო 25-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ბერძნულ-რმაული სტილით მოჭიდავეები.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში 23-ში ჩავა. მსოფლიოს კონკურენციაში 25 ოქტომბრიდან ჩაებმება.

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე სულ 5 მედალი მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა
ანგარიშზე 2017 წლის მსოფლიოს პირველობაზე 2 ბრინჯაო იყო - რობერტ ქობლიაშვილის (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილის (98 კგ).

დღეს ტატამზე წინასწარი შეხვედრები და ნახევარფინალები გაიმართება, საქართველოს ნაკრებიდან კი გამოვლენ:

61 კგ - ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ - სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (გორი) 

შეხვედრები ჩვენი დროით 12:30 საათიდან დაიწყება. ამ წონების ფინალური შეხვედრები მომდევნო დღეს ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება გაიმართება.

21 ოქტომბერი
57 კგ - ოთარ გოგავა (ხონი)
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
79 კგ - დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
92 კგ - დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

22 ოქტომბერი
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვე ოჯახ აშენებულებო, ამ ბიჭებს უკვე დაუსრულებია თავიანთი პირველი გამოსვლები, თან ძალიან მაგრად, თითქმის ყველა ნახევარ ფინალშია და თქვენ იმის ღირსად არ ჩააგდეთ რომ ხალხისთვის გეცნობებინათ მაგარი პატრიოტული სპორტული საიტია ! რეალის თამაში რომ დასრულდა ზუსტათ 5 წუთში გაარჩიეთ უკვე თამაში. თქვენთვის მთავარი რეიტინგია სხვა ყველაფერი ფეხებზე გკიდიათ! ამ ბიჭებს ვულოცავ და ყველას ჩემპიონობას უსურვებ!
გულშემატკივარი.
18:22 20-10-2018
0
მაგრათ ველოდები ხვალინდელ დღეს მხოლოთ დამხოლოთ ოქროები ავთოს და გენოსგან! უფალი გწყალობდეთ ბიჭებო.
zaza
20:47 20-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული