ბუდაპეშტი 2018. ხუციშვილს და მარსაგაშვილს ბრინჯაოს მოგების შანსი აქვთ, გოგავა და ხინჩეგაშვილი ტურნირს გამოეთიშნენ

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მონაწილე ოთხივე ქართველი დამარცხდა.

დავით ხუციშვილმა (92 კგ) მეოთხედფინალში ამერიკელ კაილ დეიქთან (11:0) დათმო, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი რუს ახმედ ჩაკაევთან დამარცხდა, მანამდე კი ირანელი ამიჰოსაიდ აზიმ მაგსოუდი და თურქი სალაჰათთინ კილიჩსალიანი დაამარცხა.

მანამდე კი ოთარ გოგავამ (57 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) დათმეს საკუთარი ორთაბრძოლები.

დავით ხუციშვილს და დავით მარსაგიშვილს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ, ამისთვის მათი მძლეველი ფალავნები ფინალში უნდა გავიდნენ.

დღეს, თბილისის დროით 21 საათზე ოთხ წონით კატეგორიაში ფინალური ბლოკი
გაიმართება, სადაც სამი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს: გენო პეტრიაშივილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინალში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხინჩეგაშვილი ამ ბოლო დროს ვეღარ გვახარებს. იმედია მალე დაგვიბრუნდება
grego
22:08 21-10-2018
0
ვაშა!გენო კვლავ ჩემპიონია და თან საკმაოდ ადვილфდაც გაიმარჯვა,ვულოცავ ავთო კენჭაძეს ვერცხლის მედალს,არც ეგ არის პატარა საქმე და ნუ ჩამოუშვი ცხვირი,ავთო.შენ ცდა არ დაგიკლია და მსაჯების დამარცხება თუ ვეღარ შესძელი,ეს დანაშაული არ არის.ვერც ლომთაძეს ვეტყვი საყვედურს,მედლამდე სულ ცოტა დააკლდა და მომავალში უფრო მეტს იმუშავებს.მეორე ნაკადმა კი მაინც და მაინც, თავი ვერ გამოიჩინეს
სოსო
00:42 22-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული