ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს

AutoSharing Option
ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენმა ნაკრებმა ორი ბრინჯაოთი დაასრულა - გუშინ ფინალურ ბლოკში გასულმა ორივე ჩვენებურმა იმარჯვა. შედეგად, მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის მესამეპრიზიორები ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი (70) და თბილისელი ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ამდენად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, ხოლო ამბროლაურელი დებიუტანტი ავთანდილ კენჭაძე (74) ვერცხლს დასჯერდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 105 ქულით მესამე ადგილზეა. პირველი 178-ით რუსეთია, მეორე კი 150-ით -
აშშ.

57 კგ
1. ზაურ უგუევი (რუსეთი); 2. ნურისლამ სანაიევი (ყაზახეთი); 3. იუკი ტაკაჰაში (იაპონია), სულეიმან ათლი (თურქეთი); 19. ოთარ გოგავა (საქართველო).

61 კგ 
1. იოვლის ბონე როდრიგესი (კუბა); 2. ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი); 3. იოსეპ დანიელ კოლონი (აშშ), ტუვშინტულგა ტუმენბილეგი (მონღოლეთი); 5. ბექა ლომთაძე (საქართველო).

65 კგ
1. ტაკუტო ოტოგურო (იაპონია); 2. ბაჯრანგ ბაჯრანგი (ინდოეთი); 3. ახმედ ჩაკაევი (რუსეთი), ალეხანდრო ენრიქე ვალდეს ტობიერი (კუბა); 11. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო).

70 კგ
1. მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი (რუსეთი); 2. ადამ ბატიროვი (ბრუნეი); 3. ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო), ფრანკლინ მარენ კასტილო (კუბა).

74 კგ
1. ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი); 2. ავთანდილ კენჭაძე (საქართველო); 3. ბეკზოდ აბდურახმონოვი (უზბეკეთი), ჯორდან ბაროუზი (აშშ).

79 კგ
1. კაილ დუგლას დაკე (აშშ); 2. ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი); 3. ახმედ გაზიმაგომედოვი (რუსეთი), ალი შაბანაუ (ბელორუსი); 5. დავით ხუციშვილი (საქართველო).

86 კგ
1. დავიდ ტეილორი (აშშ); 2. ფატიჰ ერდინი (თურქეთი); 3. თეიმურაზ ფრიევ ნასყიდაევა (ესპანეთი), ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატი (ირანი); 17. სანდრო ამინაშვილი (საქართველო).

92 კგ
1. დენ მიშაელ ტბორი კოქსი (აშშ); 2. ივან იანკოუსკი (ბელორუსი); 3. ატსუში მაცუმოტო (იაპონია), ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანი (ირანი); 5. დავით მარსაგიშვილი (საქართველო).

97 კგ
1. აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი); 2. კაილ სნაიდერფი (აშშ); 3. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო), აბრაჰამ დე ხესუს კონიედო რუანო (კუბა).

125 კგ
გენო პეტრიაშვილი (საქართველო); 2. ჭივეი დენი (ჩინეთი); 3. ნიკოლას ედვარდ გვიაზდოვსკი (აშშ), ფარვიზ ხოდავირდი ჰადიბასმანი (ირანი).

altგენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული