საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი წარუძღვება.

28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარულ რუსეში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით, მორიგი სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირი "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" მემორიალი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები კი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

57 კგ - გიორგი ღონიაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ - ოთარ გოგავა
65 კგ - გიორგი რევაზიშვილი
70 კგ - ლევან ქელეხსაშვილი
79 კგ - ნიკა კენჭაძე
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
92
კგ - ირაკლი მწითური
97 კგ - ზვიად მეტრეველი
125 კგ - გენო პეტრიაშვილი

28 თებერვალი-1 მარტი - 61,70,79, 92 კგ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება, 1-2 მარტს - 57, 65, 74 კგ-ის, ხოლო 2-3 მარტს - 86, 97, 125 კგ-ის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული