ბულგარეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ირაკლი მწითური (92 კგ) გავიდა.
მწითურმა თურქი სულეიმან კარადენიზი 6:1, ამერიკელი რაილ კენტ ლეფევერი 8:1 და თურქი იბრაჰიმ ბოლუკბაში 7:4 დაამარცხა და დღეს ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაეჭიდება.
ნიკა კენჭაძე (79 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს. მან საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ზელიმხან ხაჯიევი 8:0 და თურქი აიუბ ბარაისი 6:1 დაამარცხა, ნახევარფინალი კი ამერიკელ ალექსანდერ დევიდ დირინგერთან წააგო.
დღესვე სარეიტინგო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 57, 65 და 74 კგ
კატეგორიის ფალავნები გამართავენ. საქართველოს ნაკრებიდან კი ბექა ბუჯიაშვილი, გიორგი ღონიაშვილი (ორივე 57 კგ) და გიორგი რევაზიშვილი (65 კგ) იჭიდავებენ.