დღეს ზურაბ დათუნაშვილისა და გეგა გეგეშიძის საქმეზე წინასასამართლო პროცესი გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე, რომელშიც გეგეშიძე ბრალდებულია, წინასასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

alt"ველოდები გათავისუფლების ცნობას, უცხო ქვეყნის

სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

წყარო: Ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული