3 ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პოლონელ ბარანს 10:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინელ ხოციანოვსკის შეხვდება.

ირაკლი მწითურმა (92 კგ) რუმინელი რეკორეანი 7:0 დაამარცხა და ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდა.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) 10:0 გაანადგურა მაკედონიელი სეიფულაუ და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) მერვედფინალური შეხვედრა სანმარინოელ ამინესთან 2:3 დათმო.

სამწუხაროდ, ავთო კენჭაძემ (74 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა საფრაგეთის წარმომადგენელ ჰაჯიევთან 3:5 დათმო.

ნახევარფინალური ბლოკი 18:15 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალური ბლოკის წყვილები ასე გამოიყურება:

61 კგ
ბექა ლომთაძე (საქართველო) - რანდი ვოცკი (შვეიცარია)
არსენ ჰარუტუნიანი (სომხეთი) - ნიკოლაი ოხლოპკოვი (რუმინეთი)

74 კგ
ფრანკ ჩამიზო (იტალია) - ხაჯიმურად გაჯიევი (აზერბაიჯანი)
ვასილ მიხაილოვი (უკრაინა) - ზელიმხან ხაჯიევუ (საფრანგეთი)

86 კგ
ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი) - მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)
ფათიჰ ერდინი (თურქეთი) - პიოტრ იანულოვი (მოლდოვა)

92 კგ
ირაკლი მწითური (საქართველო) - შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
იბრაჰიმ ბოლუკბაში (თურქეთი) - მატეუს ბარანოვსკი (პოლონეთი)

125 კგ
გენო პეტრიაშვილი (საქართველო) - ოლექსანდრ ხოციანივსკი (უკრაინა)
ტაჰა აკგული (თურქეთი) - ანზორ ხიზრიევი (რუსეთი)

აღნიშნული წონითი კატეგორიების ფინალური შეხვედრები ხვალ, 10 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

ხოლო დღეს, 9 აპრილს, 19:00 საათზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იჭიდავებენ.

ნიკა კენჭაძემ დამამშვიდებელ წრეში 7:2 მოუგო გერმანელ ბუეტნერს და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისათვის ბელორუს ანდრეი კარპაჩს დაეჭიდება.

ელიზბარ ოდიკაძე მოლდაველ ჩებანს დაუპირისპირდება.

შეხვედრების ხილვა მსურველებს "სილკ უნივერსალზე" შეუძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად უყურო მომწერეთ ლინკი
aleko
18:52 09-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული