პეტრიაშვილმა და ლომთაძემ ევროპირველობაზე ვერცხლის, ხოლო მწითურმა და ავთო კენჭაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
10 აპრილს, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის თავისუფალი სტილით შეჯიბრის დასკვნით დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი ბრძოლა თურქ ტაჰა აკგულთან 0:7 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, პეტრიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე მუხლის ტრავმა მიიღო და ეტყობა, ბოლომდე არ მოურჩენია. მან ჭიდაობისას რამდენჯერმე მოიკიდა ხელი შეხვეულ მუხლზე.


ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში 8:0-ს უგებდა სომეხ არსენ არუთუნიანს, მაგრამ საბოლოოდ 11:17 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ირაკლი მწითურმა (92 კგ)
რუსეთის წარმომადგენელი მაგომედ კურბანოვი ბრძოლის დასრულებამდე 12 წამით ადრე ორქულიან ილეთზე დააგდო - 3:3, ბოლოს აღებული ქულებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ავთო კენჭაძემ (74 კგ) ბრძოლა დამამშვიდებელი წრიდან გაააგრძელა, ესტონელ აიმარ ანდრუსეს 12:3 მოუგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ადვილად სძლია (12:1) უკრაინელ ვასილი მიხაილოვს და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ასე იცის, გენო ბატონო, პოლიტიკაში ჩართვამ. შენ საქმეს მიხედე, ბიძიკო...
mamuka09ze
09:06 11-04-2019
4
აქ ისეთები აკომენტარებენ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი რო ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და ვითომ ძალიან შესტკივათ გული ჭიდაობაზე. ინტრიგანებო თქვენ საქმეს მიხედეთ და სპორტს ნუ აბინძურებთ.
გენო გენაცვალე
14:04 11-04-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული